მალხაზ მაჩალიკაშვილი მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმებზე

Your browser doesn’t support HTML5

2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ნათელია, რომ პროკურატურა არ აპირებს ძირეულად გამოიძიოს მისი შვილის მკვლელობის საქმე, მაგრამ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ის საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მაინც დაამტკიცებს შვილის უდანაშაულობას. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ 7 ნოემბერს სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და სუსის სხვა მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა. EMC-ის დასკვნა ასეთია: პროკურატურამ პროცესი ზედაპირულად წარმართა და აუცილებელი შეკითხვები არ დაუსვა გამოკითხულ მაღალჩინოსნებს. შედეგად, გაძლიერდა ეჭვები. თუმცა საქართველოს მთავრობას პასუხების გაცემა მოუწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის.