თამთა მიქელაძე მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმებზე
Your browser doesn’t support HTML5
2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა“ 7 ნოემბერს სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისა და სუსის სხვა მაღალჩინოსანთა გამოკითხვის ოქმები გამოაქვეყნა. EMC-ის დასკვნა ასეთია: პროკურატურამ პროცესი ზედაპირულად წარმართა და აუცილებელი შეკითხვები არ დაუსვა გამოკითხულ მაღალჩინოსნებს. შედეგად, გაძლიერდა ეჭვები. თუმცა საქართველოს მთავრობას პასუხების გაცემა მოუწევს სტრასბურგის სასამართლოსთვის. EMC-ის წარმომადგენლის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, თამთა მიქელაძის თქმით, „მთელი ღამის განმავლობაში და გამთენიისას, თემირლანის ოთახზე კონტროლი სწორედ სუსს ჰქონდა და მნიშვნელოვანი მტიკიცებულებებიც სწორედ სუსის მიერ იქნა ამოღებული... შემდგომში ასევე სუსის გადაწყვეტილებით მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების - ხელყუმბარის განადგურება და იარაღის გარკვეული ფაბრიკაცია“.