სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსტიტეტის პირველ კორპუსთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელის კედლის მოხატვაზე წინასწარ შემუშავებული ნახატის მიხედვით ტენდერს აცხადებს. სამუშაოს ღირებულება 7 600 ლარით არის განსაზღვრული. ესკიზზე, რომლის შემქმნელის ვინაობასაც თბილსერვისში ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ, უნივერსიტეტის დამაარსებლები, თსუ-ს და თბილისის მერიის ლოგოებია გამოსახული.
ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და უცნობია მისი დასრულების ზუსტი დრო.
რადიო თავისუფლების მიერ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, თბილისის მერიამ 2019 წლის 9 თვეში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით 120 000 ლარის ღონისძიებები დააფინანსა. თბილსერვისი თბილისის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაც თბილისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობაა.