მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ „შატო მუხრანში“ წარადგინა მოძრაობის კიდევ 12 წევრი:

თორნიკე ჩიქოვანი - იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებების ლიგის” პრეზიდენტი;

გოგიტა დათუკიშვილი - ფარმაცევტი, ხარისხის მენეჯმენტის კონსულტანტი;

მარინა მამუჩაშვილი - ფერმწერი, ხელოვნების პედაგოგი;

გიორგი ზურებიანი - წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი;

ალექსანდრე ჩუბინიძე - არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის და საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი;

გურამ დოლენჯაშვილი - მხატვარი, სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი;

თამარ ბუაძე - ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი;

თორნიკე ადამაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული კინოს ასოციაციის” ხელმძღვანელი;

ვაჩე ჩინჩალაძე - კვების პროდუქტების წარმოების ქართული კომპანიის კომერციული მენეჯერი;

მამუკა მახარაძე - მწვრთნელი, სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ცხენოსნობაში;

ნუკრი ტატიშვილი - პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, შეფ-მზარეული;

თამარ ჭალაგანიძე - კომუნიკაციების სპეციალისტი;

„თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ 12 სექტემბერს დააფუძნეს და მას შემდეგ, კვირაში ერთხელ ხდება მოძრაობის წევრების წარდგენა.

12 დეკემბერს დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი ყრილობა.