პარლამენტში კანდიდატის სტატუსით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მოუსმენენ

საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს, 24 ოქტომბერს მოუსმენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევად წარდგენილ, რიგით მე-14 კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს.

სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის წევრია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.