ვახტანგ გომელაური პროკურატურაში მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ შს მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური პროკურატურაში გამოკითხეს. პროკურატურაში ასევე გამოკითხეს სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი. გამოკითხვა მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას შეეხება.

როგორც გენერალურ პროკურატურაში უთხრეს რადიო თავისუფლებას, "თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით".

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს.