85 წლის ასაკში გარდაიცვალა საბჭოთა მფრინავი-კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი, პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გავიდა. რუსეთის სააგენტო ტასს-მა გაავრცელა ცნობა ლეონოვის გარდაცვალების შესახებ მის ასისტენტზე დაყრდნობით.
ლეონოვი იყო მე-11 საბჭოთა კოსმონავტი და პირველი ადამიანი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა 1965 წელს, კოსმოსურ ხომალდ „ვოსხოდის“ გაფრენისას. 1975 წელს იგი მონაწილეობდა საბჭოთა და ამერიკელი კოსმონავტების ერთობლივ პროექტში, „სოიუზ-აპოლონის“ გაფრენაში. იყო საბჭოთა კავშირის გმირის ორდენის ორგზის ლაურეატი.
ლეონოვი იყო მხატვარი, ავტორი ნამუშევრებისა კოსმოსის თემაზე.
ალექსეი ლეონოვი იყო „ალფა-ბანკის“ დირექტორთა საბჭოს პირველი მოადგილის მრჩეველი, შედიოდა საინვესტიციო ფონდ Baring Vostok-ის საკონსულტაციო საბჭოში. ამ ფონდის დირექტორი, მაიკლ კალვი, რუსეთში პასუხისგებაშია მიცემული.