რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთ ცენტრალურ (მოსკოვის) ქუჩას. ცხინვალის დე ფაქტო მერმა ალან კოჩიევმა ახალი ამბების სააგენტო „რეს“-ს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის ყველა წევრმა, რომლებიც უახლოეს დღეებში შეიკრიბება.
„დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქუჩა ვლადიმირ პუტინის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკის ხელისუფლებამ რუსეთის სახელმწიფოს ხელმძღვანელის დაბადების დღეზე მიიღო, ნიშნად მადლიერებისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - თქვა კოჩიევმა.
ცხინვალში, „მოსკოვის“ მიკრორაიონში, აგრეთვე, არის შესახვევი, რომელიც ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს.
7 ოქტომბერს პუტინი 67 წლის გახდა.