პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს, 7 ოქტომბერს, კახეთის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და პარტიის აქტივი ესწრებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილმა კახეთამდე ანალოგიური შეხვედრა დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ორგანიზაციებთანაც გამართა.