ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხი დააზიანა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ძლიერმა ქარმა წუხელ 10-მდე ხე მოგლიჯა. რამდენიმე ხეა მოგლეჯილი ასევე ლაგოდეხი - წნორის გზასა და ქალაქ ლაგოდეხის პირველ საჯარო სკოლასთან. ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად დაზიანებულია ელექროსადენები და საყრდენები, რის გამოც მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დაზიანებული ხაზების აღდგენა და მუნციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება სრულად დღის მეორე ნახევარში აღუდგება. ძლიერი ქარი და სეტყვა მოვიდა გურჯაანის მუნიციპალტეტშიც, თუმცა რაიმე სახის ზიანი არ გამოუწვევია.