ირანი აცხადებს, რომ საუდის არაბეთი მესამე მხარის საშუალებით დაუკავშირდა

ირანმა გამოაცხადა, რომ საუდის არაბეთისგან მიიღო გზავნილი, რომელიც მას გადასცა მესამე მხარემ. სპარსეთის ყურის მიმდებარე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის წარმომადგენელმა, ალი რაბიეიმ უთხრა ჟურნალისტებს 30 სექტემბერს, რომ თეირანი მიესალმება კავშირს საუდის არაბეთთან, მაგრამ რიადის „საჯარო გზავნილი“ დაბოლოებით, „თავდასხმა იემენზე“, ასევე საჭიროა.

„თუ საუდის არაბეთი აპირებს შეცვალოს თავისი ქცევა, ცხადია, ირანი მიესალმება ამას“,- განაცხადა რაბიეიმ.

„ჰორმუზის სამშვიდობო გეგმა მეზობლებთან ერთად მუშაობს, როგორიცაა საუდის არაბეთი, ისე რომ, ირანი მიესალმება პროცესს“, დასძინა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. მას რიადის გზავნილის დეტალები არ დაუზუსტებია.

საუდის არაბეთი ირანს ადანაშაულებს თავის სანავთობო ობიექტებზე 14 სექტემბრის თავდასხმასთან კავშირში და აცხადებს, რომ ის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა, მაგრამ თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის ტერიტორიიდან მოხდა დრონების გაშვება და ჭურვების დაშენა, ამას რიადი „საომარ მოქმედებად“ მიიჩნევს.

აშშ-მა ამ თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა. ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას მერე, რაც აშშ-მა დატოვა ბირთვული შეთანხმება, რომელიც ირანთან მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა გააფორმეს 2015 წელს და სანქციები დაუწესა ირანს.

აშშ წარმართავს ირანის მმართველების წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკას.