ტრამპი შეაჩერებს უკრაინის დაფინანსებას ევროპის გამო

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპმი

თეთრი სახლი შეაჩერებს უკრაინის დაფინანსებას, ვიდრე ევროპაც არ გაუწევს კიევს ფინანსურ დახმარებას, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა 24 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბარში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლამდე.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად დონალდ ტრამპმა კერძოდ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მიერ უკრაინისათვის სამხედრო დახმარებისათვის გამოყოფილი თანხა გადახდილია, მაგრამ მას ასევე სურს, რომ გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირიც დებდნენ ფულს. „ეს თანხა სრულად იქნა გადახდილი, მაგრამ ჩემი პრეტენზია შემდგომში მდგომარეობდა - მე კვლავ შევაჩერებ და შევაჩერებ მანამდე, სანამ ევროპა და სხვა ქვეყნებიც არ შეიტანენ თავიანთ წვლილს უკრაინაში, რასაც ისინი არ აკეთებენ. მხოლოდ აშშ. ჩვენ ვდებთ თანხის დიდ ნაწილს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერთი კვირით ადრე, ვიდრე 25 ივლისს ზელენსკისთან მისი სატელეფონო საუბარი გაიმართებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დაავალა ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო განყოფილების უფროსს მიკ მალვეინს, შეეჩერებინა უკრაინისათვის სამხედრო მიზნებისათვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი დახმარება.

მედია კი ამტკიცებს, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისგან ითხოვდა სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საპრეზიდენტო რბოლაში მისი მთავარი კონკურენტის, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ან მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ.