15 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გეი აღლუმში. ღონისძიებას თავის პარტნიორთან ერთად დაესწრო სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი, რომელიც ლესბოსელია. აღლუმის დაწყებამდე ათობით ადამიანმა გამართა საპროტესტო აქცია. მათ ჯვრები და მართლმადიდებელი წმინდანების სურათები ეჭირათ. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პოლიციასთან შეტაკების შემდეგ დააპატიმრეს საპროტესტო აქციის ხუთი წევრი.
Your browser doesn’t support HTML5
2010 წელს აქტივისტები ბელგრადში პირველი ასეთი მარშის მოწყობას შეეცადნენ, მაგრამ ამას ხელი შეუშალა ძალადობამ და საპროტესტო გამოსვლებმა. 2014 წელს ორგანიზატორებმა წარმატებით ჩაატარეს მარში და მას მერე ეს ღონისძიება ყოველწლიურად იმართება.
ბრნაბიჩი პირველი ღიად ჰომოსექსუალი პრემიერ-მინისტრია ტრადიციულად კონსერვატიულ სერბეთში.