უკრაინის საკითხის გამო ერთდღიანი საჯარო მოსმენა გაიმართა 11 სექტემბერს სტრასბურგის ადამიანის ულებათა ევროპულ სასამართლოში.
საქმე ეხება ყირიმში ადამიანის ულებათა სავარაუდო დარღვევას რუსეთის მხრიდან ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ. ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, სხვა საკითხთა შორის, აკონტროლებდა თუ არა რუსეთი ფაქტიურად ნახევარკუნძულს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ, სახელმწიფოს დუმის მიერ 2014 წლის 20 მარტს დამტკიცებული ხელშეკრულების ხელმოწერამდე. ხელშეკრულება წარმოადგენს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის პროცესის ნაწილს.
კიევი ირწმუნება, რომ რუსეთმა ყირიმის გაკონტროლება დაიწყო 2014 წლის 27 თებერვალს და ამასთან, რუსეთის ძალები აწამებდნენ და კლავდნენ პოლიციელებს და სამოქალაქო პირებს. ამ ბრალდებებს რუსეთი უარყოფს, ისევე როგორც უკრაინის მტკიცებას, რუსეთის მხრიდან მღვდლების და ჟურნალისტების დევნის და დაშინების შესახებ.
მოსმენებზე სიტყვით პირველი გამოვიდა რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხაილ გალპერინი, რომელმაც თქვა, რომ ყირიმის დაკავების დროს უკრაინაში არ იყო კონსტიტუციურად ლეგიტიმური მთავრობა, და რომ ქვეყანას მართავდნენ „ფაშისტები“, რომლებიც არ სცემდნენ პატივს „უმცირესობის ენებს“. მისი მინიშნება ეხებოდა რუსულ ენას.
გალპერინმა აღიარა, რომ მოსკოვის მიერ ყირიმის დაკავებამდე რუსი ჯარისკაცები იყვნენ ნახევარკუნძულზე, მაგრამ მათი რიცხვი ზუსტად შეესაბამებოდა შავი ზღვის ფლოტის შესახებ 1997 წლის შეთანხმებით დადგენილ რაოდენობას.