დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯონ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს დილით თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში. დონალდ ტრამპის თქმით, მას და ბოლტონს მრავალი საკითხის გარშემო „ჰქონდათ უთანხმოება“, რის გამოც „მისი სამსახური თეთრ სახლს აღარ სჭირდება“.

ჯონ ბოლტონი, მანამდე გაეროში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, პრეზიდენტმა ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად დანიშნა 2018 წლის მარტში.

აშშ-ის პრეზიდენტი „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის ჯონ ბოლტონს და წერს, რომ მის შემცვლელს მომდევნო კვირაში დაასახელებს.