შოთა შალელაშვილი პარლამენტის დეპუტატის მანდატს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი შოთა შალელაშვილი საქართველოს პარლამენტს ტოვებს.

პარლამენტის დატოვების მიზეზად ბიზნესსაქმიანობაში დაბრუნება სახელდება. საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის თანახმად, შოთა შალელაშვილმა შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.

​შოთა შალელაშვილი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატია.