რუსეთი ფეისბუკს და გუგლს არჩევნებში ჩარევაში სდებს ბრალს

RUSSIA ELECTIONS

რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანო აშშ-ის ტექნომედიის სფეროს გიგანტებს, გუგლს და ფეისბუკს, ბრალს სდებს საარჩევნო კანონის დარღვევაში, რომელიც კრძალავს არჩევნების დროს პოლიტიკურ რეკლამას.

როსკომნადზორი ამ ბრალდებებით გამოვიდა 8 სექტემბერს, როცა რუსეთში მუნიციპალური და რეგიონული არჩევნები იმართებოდა.

ბრალდებების პასუხად, გუგლმა 9 სექტემბერს თქვა, რომ მხარს უჭერდა „პასუხისმგებლობიან პოლიტიკურ რეკლამას“, რომელიც პასუხობდა ადგილობრივ კანონს. ფეისბუკის თქმით, ადგილობრივი საარჩევნო კანონების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრიათ რეკლამის დამკვეთებს და არა საკუთრივ კომპანიას. „თუ მივიღებთ განცხადებას, რომ ესა თუ ის რეკლამა არღვევს ადგილობრივ კანონს, ამას განვიხილავთ და შესაბამის ზომებს მივიღებთ“, - დასძენენ ფეისბუკის წარმომადგენლები.

როსკომნადზორი თავის განცხადებაში ამბობს, რომ ორი ინტერნეტგიგანტის ნაბიჯები „მიუღებელია“ და შესაძლოა, აღქმულ იქნას რუსეთის „სუვერენულ საქმეებში ჩარევად“.

კანონმდებლობა კრძალავს საარჩევნო და ასევე წინა დღეს პოლიტიკური კამპანიების წარმოებას. როსკომნადზორი აცხადებს, რომ ფეისბუკს და გუგლს მიმართა თხოვნით, არ დაეშვათ ამ დღეებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება. უწყება არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა მიმართოს სადამსჯელო ზომებს.