პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს „რუსეთის მონა“ და „მოღალატე“ უწოდეს

ემზარ კვიციანი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები დეპუტატს "პატრიოტთა ალიანსიდან" ემზარ კვიციანს დახვდნენ სტვენით და შეძახილებით: „რუსეთის მონა“ და „მოღალატე.“

პარლამენტის შენობიდან გამოსულ კვიციანს პოლიცია მიაცილებდა. დეპუტატმა აქციის მონაწილეებს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.

აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანის დაკავება მოითხოვეს. დეპუტატი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ ავტომანქანით გაიყვანა.