ღარიბაშვილი და გომელაური პასუხობენ კითხვებს თანამდებობიდან წასვლასა და თანამდებობის შეცვლაზე

ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2015 წელს:

„მე ასე ჩავთვალე იმ დროს, ასეთი შეთანხმება მოხდა კოალიციაში, გუნდის შიგნით. წავედი, უბრალოდ დავისვენე. მე მგონი, მისაღები პასუხია“.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის პასუხი ლევან გოგიჩაიშვილის კითხვაზე, ამოწურა თუ არა თავისი თავი სუს-ში:

„მე ვარ გუნდის წევრი, რომელიც გადაწყვიტავს მე სად უნდა ვიყო, როგორ უნდა ვიყო. რა თქმა უნდა შევთანხმდებით და მე წავალ საცა საჭიროა იქ. ეს იქნება თავდაცვა იქნება, შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება, დაზვერვა იქნება. რაც რა თქმა უნდა, შემიძლია ჩემი პროფილით რომ გავაკეთო.

რა თქმა უნდა, ფინანსთა მინისტრად მე არავინ დამპატიჟებს და არც დამნიშნავენ. რა თქმა უნდა, არც ეკონომიკის მინისტრად და არც წავალ, რა თქმა უნდა. იმიტომ ეგ სფერო ჩემთვის ძალიან უცხოა.

მეტყვიან უნდა დაისვენო დღეს და უნდა წაბრძანდე ან პარტიაში იყო ან სახლში იყო, რა თქმა უნდა, არც ამაზე არ მექნება პრეტენზია. იმიტომ რომ გუნდის წევრი ვარ და როგორც გუნდს სჭირდება და ქვეყანას სჭირდება და სამშობლოს სჭირდება, ისე ვიქცევი“.