ცნობილია მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა

პარლამენტის ბიუროს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინა.

ბიუროს წევრებს მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტის თავმჯდომარემ გააცნო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილია ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა 2019-2020 წლებისთვის.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე დასახელებულია მიხეილ ბატიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე - ნათია თურნავა, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის მინისტრის პოსტზე - თეა წულუკიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე - ეკატერინე ტიკარაძე, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - დავით ზალკალიანი, ფინანსთა მინისტრის პოსტზე - ივანე მაჭავარიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - ვახტანგ გომელაური,სახელმწიფო მინისტრად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში დასახელებულია ქეთევენ ციხელაშვილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, ასევე სამთავრობო პროგრამას კომიტეტებში და ფრაქციებში განიხილავენ. ამის შემდეგ დეპუტატები მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.