1 სექტემბერს თბილისში გამართულ მმართველი გუნდის შეხვედრაზე მიღეს გადაწყვეტილება, რომ დეპუტატი ბიძინა გეგიძე დატოვებს უმრავლესობას.
როგორც მმართველი გუდის წევრმა, გია ვოლსკიმ მედიასთან განაცხადა, დაგროვდა საკითხები, რომლებზეც უმრავლესობასა და გეგიძეს “რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ”, და ეს გადაწყვეტილება ამ ვითარების შედეგია.
გეგიძე პარტიის პოლიტსაბჭოს წევრად ამ დრომდე რჩება.
როგორც ბიძინა გეგიძემ 1tv-ს უთხრა, ეს ინფორმაცია მან მედიისგან შეიტყო და მას მანამდე არავინ დაკავშირებია.