ისლანდიელები დამდნარ მყინვარს დაემშვიდობნენ

მყინვარ ოკიეკუდლთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონიის მონაწილეები

ისლანდიაში გაიმართა მყინვარ ოკიეკუდლთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია. 700 წლის მყინვარისგან ვულკანის თავზე მხოლოდ ყინულის ნაჭერი დარჩა. მეცნიერები ოკიეკუდლის დადნობის მიზეზად კლიმატის შეცვლას ასახელებენ.

გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობდა ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოუტირიც. მან რეიკიავიკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ვულკანზე დადგა მემორიალური დაფა წარწერით: „ოკიეკუდლი - ისლანდიის პირველი მყინვარი, რომელმაც ეს სტატუსი დაკარგა. უახლოეს 200 წელიწადში ასეთივე ბედი ელის ყველა ჩვენ მყინვარს.“

ოკიეკუდლი მკვდრად გამოცხადდა ჯერ კიდევ 2014 წელს, მას შემდეგ, რაც მყინვარმა მოძრაობის უნარი დაკარგა.