თბილისში, ნიშნიანიძის ქუჩაზე აივანი ჩამოინგრა და ხუთი ადამიანი დაშავდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თბილისში, ნიშნიანიძის ქუჩაზე 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აივანი ჩამოინგრა. სამაშველო სამსახურმა ნანგრევებიდან ამოიყვანა ხუთი ადამიანი.

როგორც პრესსამსახურში გვეუბნებიან, ისინი მსუბუქად დაშავდნენ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გაადიყვანა. დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არ არიან.