პაკისტანი ქაშმირში ხუთი მოკლული ინდოელი ჯარისკაცის მოკვლას იუწყება, ინდოეთი უარყოფს ცნობას

პაკისტანმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს თავისი სამი ჯარისკაცი მოკლეს საზღვრისპირა სროლისას სადავო ქაშმირის რეგიონის გამყოფ ზოლთან, თუმცა ინდოეთი უარყოფს, რომ დახოცილებს შორის არის მისი ხუთი სამხედრო.

პაკისტანის არმიის წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ ასიფ ღაფურის თანახმად, სამი პაკისტანელი და ხუთი ინდოელი ჯარისკაცი დაიღუპა სროლის დროს, რომელიც ინდოეთის მხარემ წამოიწყო გამყოფი ზოლის გასწვრივ. სროლახანგამოშვებით გრძელდება, წერდა ტვიტერით ღაფური.

ინდოეთის არმიის წარმომადგენლმა უარყო ცნობა და იტყობინებოდა, რომ მსხვერპლი არ არის. ინდოეთის არმია პაკისტანს აბრალებს ცეცხლის გახსნას. შეტაკების ფონია დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის მას მერე, რაც ინდოეთმა გამოაცხადა, რომ საგანგებოს ტატუსს უცვლის ჯამუს და ქაშმირს. ქაშმირი ინდოეთსა და პაკისტანს შორის გაიყო ბრიტანეთის კოლონიისგან განთავისუფლების შემდეგ, 1947 წელს. ორ ქვეყანას არაერთი ომი ჰქონდა რეგიონის გამო.