გროზნოში თანამდებობიდან დაითხოვეს სტადიონ „ახმატ არენას“ თანამშრომელი, რომელმაც ხმის გამაძლიერებლის გამოყენებით მთელი სტადიონის გასაგონად მსაჯს უწოდა „თხა“ (რუსულად „კოზიოლ“) .
ინცინდენტი მოხდა რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი მატჩის დროს, როდესაც ერთმანეთს ხვდებოდნენ „ახმატი“ და „სპარტაკი“.
მაყურებლის აღშფოთება დაიწყო მატჩის 82-ე წუთზე, როდესაც მსაჯმა ალექსეი სუხინმა, უხეშად თამაშის გამო მოედნიდან გააძევა „ახმატის“ მოთამაშე აბლაია მბენგა,
უცნობმა ხმამ, რომელიც წააგავდა „ახმატის“ პრეზიდენტის მაგომედ დაუდოვის ხმას, მთელი სტადიონის გასაგონად მიკროფონით დაიყვირა „"Судья – козел!" („მწვრთნელი - თხა“).
მატჩის დასრულებიდან ერთ საათში, რომელშიც „სპარტაკმა“ გაიმარჯვა ანგარიშით 3:1, სტადიონის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მიკროფონში ყვიროდა „ახმატ არენის“ თანამშრომელი რიზვან ედილსულტანოვი, რომელიც ხელმძღვანელობამ სამსახურიდან დაითხოვა.