მამუკა ბახტაძე - საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია

მამუკა ბახტაძე

საქართველოს სიმდიდრე მის მრავალფეროვნებაშია, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ ჩვენს საერთო სამშობლო საქართველოს.ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით შეკრებილ მუსლიმ მრევლს.მთავრობის მეთაურმა მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცა:

“საქართველოს ძლიერება არის მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის დროს ვართ ერთ მუშტად შეკრულნი და სიხარულის დროს ერთმანეთს ვუზიარებთ ამ განცდას. ჩვენი ვალდებულებაა ეს ტრადიციები გადავცეთ მომავალ თაობებს. ყურბან ბაირამი იმედის, სიყვარულის და გაჭირვებულთა დახმარების დღესასწაულია. ჩემთვის უდიდესი პატივია მოგილოცოთ ეს დღესასწაული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის ჯუმა მეჩეთში ღონისძიებას სასულიერო პირები და დიპლომატები ესწრებოდნენ.

დღეს მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს.