საქალაქო სასამართლომ 10 აგვისტოს პატიმრობიდან გაათავისუფლა ბეჟან ლორთქიფანიძე. 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000 - ლარიანი გირაოთი შეუცვალეს.
როგორც ბეჟან ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში განუცხადა, მან პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შედეგადაც, ის პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ბეჟან ლორთქიფანიძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ივლისს 5 პირი დააკავა, მათ შორის მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, - ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით.
27 ივლისს კი საქალაქო სასამართლომ ყველა მათგანს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.