შეიარაღებულმა თავდამსხმელმა 18 კაცი დახოცა ტეხასში

სპეცდანიშნულების რაზმი ელ-პასოში

18 კაცი დაიღუპა და ათობით დაიჭრა, აშშ-ის ქალაქ ელ-პასოსთან შაბათს მომხდარი ინცინდენტის შედეგად. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები და მოხუცები. სროლაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

მსროლელის საქციელის მოტივი უცნობია, პოლიცია გამორიცხავს ვერსიას, რომ ხალხს ცეცხლი რამდენიმე პირმა გაუხსნა.

სროლა დაიწყო უნივერმაღ „ვოლმარტის“ წინ ავტოსადგომზე და შემდეგ მაღაზიაში გაგრძელდა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური მთავრობის დახმარება შესთავაზე ტეხასის გუბერნატორი. თეთრი სახლი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას.

ელ-პასოში სროლა, დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, აშშ-ის ისტორიაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის ათეულში მოხდა.