ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში, მდინარე ნინოსხევის ჩანჩქერზე გერმანელი ტურისტი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ჩანჩქერიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.
გერმანელი ტურისტის გარდაცვალება რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყებაში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მამაკაცის გვამის გადასვენება ხდება გურჯაანში, ექსპერტიზის ბიუროში.
შინაგან საქმეთა სამინისტომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
გერმანელი ტურისტი მეუღლესთან ერთად ლაგოდეხში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ოჯახი ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა.