„ოსკარისთვის“ "შინდისი" იბრძოლებს - დიტო ცინცაძის ფილმი აგვისტოს ომზეა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, „ოსკარზე“ საქართველოდან დიტო ცინცაძის მხატვრული ფილმი, „შინდისი“ გაიგზავნება და ის მონაწილეობას მიიღებს კონკურსში - საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში.

დიტო ცინცაძის ფილმი შინდისის ბრძოლის გმირებს ეძღვნება და მას საფუძვლად უდევს აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან მომხდარი ნამდვილი ამბავი.

შინდისთან ბრძოლაში შვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

დიტო ცინცაძის ფილმმის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილს ეკუთვნის. ფილმის ოპერატორია მინდია ესაძე. იდეისა და პროექტის ავტორი კი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი.

„ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შემდეგ ფილმებს შორის შეირჩა:

ნინო ჟვანიას - აღლუმი; მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი - სანამ მამა დაბრუნდება; დიმიტრი ცინცაძის - ჩაისუნთქე-ამოისუნთქე და გიგიშა აბაშიძის - მეზობლები.

გამარჯვებული ფილმი გამოავლინა სპეციალური კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ:

  • გაგა ჩხეიძე - ეროვნული კინოცენტრის დირექტორი;
  • ნინო ანჯაფარიძე - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი;
  • ნანა დოლიძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
  • გიორგი ხარებავა - კინოსტუდია “ქართული ფილმი”;
  • სულხან თურმანიძე - პროდიუსერი;
  • ზურაბ ინაშვილი - რეჟისორი;
  • ანკა კალატოზიშვილი - დამდგმელი მხატვარი;
  • სალომე კიკალეიშვილი - კინოკრიტიკოსი;
  • გიორგი მასხარაშვილი - რეჟისორი;
  • არჩილ შუბაშვილი - კინოკრიტიკოსი;
  • თემურ ჩხეიძე - რეჟისორი;
  • ნატა მურვანიძე – მსახიობი.