1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9507 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9346 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0161 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2642 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0247 ლარი შეადგინა.
ახალი ვაჭრობის შემდეგ საქართველოს ორ მთავარ კომერციულ ბანკში, საქართველოს ბანკსა და თიბისი ბანკში ერთი დოლარის ფასი 3 ლარი გახდა. ახალი კურსით ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ერთი ევროს ღირებულება თიბისი ბანკში 3,3550 ლარია, საქართველოს ბანკში კი 3,363 ლარია.