ზუგდიდში ჭის წმენდისას 70 წლის კაცი ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყვა

ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, 70 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაქირავებული მუშა ჭას ასუფთავებდა. როგორც ჟურნალისტებს, ერთ-ერთმა მუშამ, ნიკოლოზ ხარებავამ უთხრა, მუშაობისას მიწა ჩამოიშალა და მამაკაცი მოიყოლა.

მისი თქმით, ორმო დაახლოებით 9-10 მეტრი სიღრმის იქნება, ამიტომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ რა მდგომარეობაშია მამაკაცი. ის უკვე ნახევარი საათია ჭაში იმყოფება.

„სამნი ვიყავით. ის იყო დაბლა, ჩვენ ზევით ვიყავით. ეტყობა, გვიმი (ჭის ზღუდე) ჩამოიშალა და ამიტომ ჩავარდა. არაფერი ვიცით მისი მდგომარეობის შესახებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გენო ჯონიდავამ.

მისი სიტყვებით, ჭაში წყალი იყო დამშრალი და მუშები ჭის მეპატრონე ოჯახმა სწორედ ამიტომ გამოიძახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.