ნავალნი იზიარებს თავისი ადვოკატისა და ექიმის ვარაუდს, რომ ციხეში მოწამლეს

მოსკოვი, 2019 წლის 29 ივლისი: დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალი, მისივე განცხადებით, იზიარებს თავისი ადვოკატისა და ექიმის ვარაუდს, რომ ის ციხეში მოწამლეს.

ნავალნის გასაჩივრებული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება მიტინგის გამართვის წესების დარღვევისათვის მისთვის 30-დღიანი პატიმრობის შეფარდების შესახებ.

ის ისევ ციხეში დააბრუნეს საავადმყოფოდან, სადაც მკურნალობდნენ მას შემდეგ, რაც ციხეში ყოფნისას სახე დაუსივდა და კანზე გამოაყარა.

მართლა ასეთი იდიოტები არიან, რომ მოგწამლონ იქ, სადაც ეჭვიმარტო მათზე შეიძლება მიიტანო? წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავის ვექსაიტზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

ამას გარდა, ნავალნიმ სოციალური მედიით გაავრცელა თავისი ფოტო: სახე ისე აქვს დასიებული, რომ ცალ თვალს ვერ ახელს.

ნავალნი დააკავეს მას შემდეგ, რაც გამოვიდა მოსკოვში 27 ივლისის მიტინგში მონაწილეობის მოწოდებით.