ბასილაშვილმა რუსი მეტოქის დამარცხებით ჩემპიონობა მოიპოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორედ მოიგო ჰამბურგის ტურნირი.

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ღია პირველობის ფინალში რუსი ანდრეი რუბლევი დაამარცხა.

მან სამი სეტიდან ორი მოიგო. პირველი სეტი - ანგარიშით 6:3 და გამარჯვება მოიპოვა, ხოლო მეორე სეტში თავად დამარცხდა – 4:6. მესამე, ბოლო სეტში ნიკოლაზ ბასილაშვილმა რუსი მეტოქი დაამარცხა ანგარიშით 7:5, რაც გადამწყვეტი ბრძოლა აღმოჩნდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩემპიონის ტიტულთან ერთად 500 სარეიტინგო ქულა დაიცვა.