თურქეთი აპრილიდან დაიწყებს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდონმა 26 ივლისს გაიმეორა, რომ თურქეთი გეგმავს მომავალი წლის აპრილიდან დააყენოს საბრძოლო მორიგეობაზე რუსეთისგან შეძენილი ს-400 კლასის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო კომპლექსი.

„უფლის წყალობით, 2020 წლის აპრილში, ჩვენ შევძლებთ ამ სისტემის გამოყენებას“, - განაცხადა ერდოანმა ანკარაში, მმართველი პარტიის სამართლიანობისა და განვითარების (AKP) ყრილობაზე

აშშ-ი და ნატოს ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა თურქეთის მიერ რუსული სარაკეტო სისტემის შეძენას, რაც არ შეესაბამება ალიანსის უნიფიცირებულ თავდაცვის სისტემას და საფრთხის ქვეშ F-35-ი კლასის ახალ დასავლურ გამანადგურებელ საფრენ აპარატებს.

ვაშინგტონი შიშობს, რომ რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს მგრძნობიარე ინფორმაცია ამ ტიპის თვითმფრინავის ტექნიკურ პარამეტრებზე, თუ მისი გამოყენება მოხდება ს-400-ი ტიპის სარაკეტო კომპლექსის პარალელურად.

რუსეთმა თურქეთთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, გასულ თვეში დაიწყო სარაკეტო კომპლექსში შემავალი დივიზიონების ანკარისათვის მიწოდება, რასაც ვაშინგტონმა უპასუხა თურქეთის ამოღებითF-35-ი კლასის გამანადგურებელი თვითმფრინავების პროგრამიდან.

რეჯეპ ტაიპ ერდოანი აცხადებს, რომ თუ ვაშინგტონი არ მიაწვდის, ანკარა სხვა ქვეყნებიდან შეეცდება გამანადგურებლების შეძენას.