თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ალეკო ცქიტიშვილისა და მაკა წიკლაურის სარჩელი და მერიას თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება დაავალა. მერიას ასევე ევალება არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა, რათა მასზე გადასვლა ვეღარ შეძლონ.
ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორია არის ადგილი, სადაც ცურვა განსაკუთრებით საშიშია. ალეკო ცქიტიშვილის 15 წლის ბიჭი, ცოტნე ცქიტიშვილი, 2017 წლის 3 ივლისს სწორედ ამ ტერიტორიაზე დაიღუპა. ერთი წლის ადრე იქვე დაიღუპა მაკა წიკლაურის ვაჟი, 14 წლის ნოდარ შამათავაც.
მოსარჩელეებიმერიის გარდა უჩივიან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსაც“. მათი მოთხოვნებია ამ ტერიტორიაზე დააყენონ ვიდეოკამერები, გაკეთდეს საგუშაგო კოშკურა, რათა საფრთხის შემთხვევაში მაშველებმა დროულად შეძლონ რეაგირება. ასევე ითხოვენ მორალური ზიანის კომპენსაციასაც. ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, იმ მოთხოვნების შესასრულებლად, რომლებიც სასამართლომ ამჯერად არ დააკმაყოფილა, ბრძოლას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გააგრძელებენ.