„ჩვენ ვართ სამიზნე, ჩვენ გვესროლეთ“
თეთრ კომბინეზონებში ჩაცმულ აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები ზედ გამოსახული დახვრეტილი სამიზნით - როგორც სიმბოლო 20-21 ივნისის ღამით მომხდარი ამბის და სოლიდარობა იმ სამი ადამიანის მიმართ, ვინც აქციის ღამეს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიებისგან თვალი დაკარგა.
აქცია-პერფორმანსისი მონაწილე იხედება სამიზნიდან, რომელიც მათი თქმით არის 20-21 ივნისის ღამით მომხდარი ამბის სიმბოლო.
სამიზნიდან კი მოსჩანს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
რუსთაველის გამზირზე უკვე 28-ე დღეა გრძელდება ანტისაოკუპაციო აქცია. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა კი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაა.
აქციის მონაწილეების თქმით ისინი თავად არიან ხელისუფლების სამიზნეები მათი საყვარელი ადამიანების ნაცვლად.
აქცია-პერფორმანსის მონაწილეები "ჩვენ ვართ სამიზნე, ჩვენ გვესროლეთ" შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოცდაათამდე აქტივისტი შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები თითს შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ იშვერენ.
აქცია-პერფორმანსის მონაწილეები თეთრ კომბინიზონებში იყვნენ გამოწყობილნი.
აქციის მონაწილეებმა შსს-ს ზურგი შეაქციეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა.