ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინელი ოლიგარქის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ

ვენა, 2019 წლის 25 ივნისი: უკრაინელი ოლიგარქი დმიტრო ფირტაში

ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა კლემენს იაბლონერმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინელი ოლიგარქის, დმიტრო ფირტაშის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ.

ფირტაშს ბრალად ედება მონაწილეობა სავარაუდო კორუფციულ სქემაში, რომელიც უკავშირდებოდა კომპანია „ბოინგისთვის“ ტიტანის მიწოდებას.

იაბლონერის 16 ივლისის გადაწყვეტილებამდე სამი კვირით ადრე ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, შესრულდეს აშშ-ის თხოვნა მისთვის ფირტაშის გადაცემის შესახებ.

ფირტაში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის ყოფილი ბიზნესპარტნიორია, ყველა ბრალდებას უარყოფს. ის ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძვის 2014 წელს ვენაში დაკავების შემდეგ.