რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „რუსთავი2“ -ის წამყვანის გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, გაბუნიასთვის „დიდ პატივად“ აფასებს.
ამის შესახებ პუტინმა დუმის იმ დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც ფიქრობენ, რომ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას და მისი რუსეთში ექსტრადიცია მოხდეს.
„დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“, - აღნიშნა პუტინმა.
7 ივლისს, გიორგი გაბუნიამ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში “ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.