რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა წინადადებას რუსეთში საქართველოდან ღვინისა და წყლის მიწოდების შესახებ-, ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ მიაწოდა.
„აუცილებელია მივიღოთ დამატებითი მკაცრი ზომები. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მხარს უჭერს წინადადებას, უკვე გამოთქმულს სახელმწიფო სათათბიროში ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელობის მიერ პროდუქციის მიწოდების შეზღუდვის თაობაზე. კერძოდ ღვინის, მინერალური წყლის,ზოგიერთი სხვა საქონლის, რომელიც საქართველოში იწარმოება აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის ფულადი გზავნილების გაყინვის თაობაზე“, - განაცხადა დუმის დეპუტატმა.