დუმაში წარადგინეს ინიციატივა ქართული ღვინის იმპორტისა და ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ

სერგეი ნევეროვი

რუსეთის დუმის ფრაქცია „ედინაია რასია“ დღეს აპირებს დააყენოს საკითხი საქართველოდან ღვინისა და წყლის შეტანაზე აკრძალვასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში ფულადი გზავნილების შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა სერგეი ნევეროვმა განაცხადა, ინფორმაციას კი საინფორმაციო სააგენტო „ТАСС“ -ი ავრცელებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში, კვლავინდებურად, რუსოფობიული განწყობებია, რაც საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეებს. ვხედავთ, ზოგიერთი გამძვინვარებული ელემენტი როგორ ესხმის თავს ჩვენ ტურისტებს და ახევენ „გეორგიევსკის ლენტებს“. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია. დღეს ჩვენ სახელმწიფო დუმის საბჭოზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის შემოტანისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ“, - უთხრა სერგეი ნევეროვმა ჟურნალისტებს.

ნევეროვის აზრით, ეს ზომები საჭიროა იმისთვის, რათა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ არამეგობრულ ქმედებებს ადეკვატური შეფასება მიეცეს.