„როგორ შეიძლება რომ ჟურნალისტის თუნდაც სულელურმა განცხადებამ კრიზისი გამოიწვიოს ქვეყნებს შორის, ეს არასერიოზულია“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი, „ევროპული საქართველოს“ წევრი.
„გიორგი გაბუნიას ქცევა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ძალიან სამწუხაროა. როგორ უნდა აღმოჩნდე მტყუანი რუსეთთან?! მაგრამ მთავრობის სამარცხვინო რეაქცია ამ არასწორ ქცევაზე იმეორებს რუსულ პროპაგანდას. გამოიყვანეს პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას, მათთან ერთად მოქმედებს მთავრობა. მთავრობის სამარცხვინო რეაქცია კიდევ ერთხელ გვახსენებს, როგორი სამარცხვინო და საშიში გუნდია ხელისუფლების სათავეში, რომელიც ჯერ კიდევ თავს არიდებს პასუხისმგებლობას გავრილოვის ამ ქვეყანაში მოწვევისთვის და "გავრილოვის ღამის" მოწყობის გამო, რომელიც გადაეფარა და ცდილობს, აარიდოს პასუხისმგებლობას გახარია, რომელმაც "გავრილოვის ღამის" მოწყობისა და ბავშვებისთვის თვალების დათხრის ბრძანება გასცა", - ამბობს გიორგი კანდელაკი.
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.