ყაზახეთის დედაქალაქის სასამართლომ გამოიტანა განჩინება, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტი ჟაზგულ ეგემბერდიევას დეპორტაციის და მისთვის ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანაში შესვლის აკრძალვის თაობაზე. სასამართლომ ოფიციალურ არგუმენტად ჟურნალისტის მიერ საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევა დაასახელა.
ნურ-სულთანის სასამართლოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით ჟაზგულ ეგემბერდიევამ ქვეყნის ტერიტორია 10 დღეში უნდა დატოვოს.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ მენეჯმენტი საქმის გარემოებებს სწავლობს.
ეგემბერდიევა ყაზახეთში ჩავიდა 3 მაისს ქვეყანაში 9 ივნისს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გასაშუქებლად.
ჟაზგული აპირებდა ნურ-სულთანში 6 ივლისს დაგეგმილი ახალი ანტისამთავრობო აქციების გაშუქებას.
ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შვიდ ჟურნალისტს - ჩეხეთიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან, რომლებიც მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების თანამშრომლები არიან, უარი ეთქვათ აკრედიტაცია.