"მე ყოველთვის თქვენს გვერდზე ვიქნები, ყოველთვის თქვენი ტოლი ვიქნები. ყველას შვილი შვილია. " - უთხრა ახალგაზრდებს რობი კუხიანიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას, რომელსაც 4 ივლისს კონცერტის სახე აქვს.
"აქ ვინ გამოვარდება და ვინ რას იტყვის, ამაზე არ არის ლაპარაკი. საკუთარ შვილებს ძილის დრომ დახედეთ მაინც, ვინც სხვის შვილებს ასე მოექეცით. მე ძალიან მიკვირს, რომ ვინმეს გადადგომა პრობლემაა" - თქვა მომღერალმა.
რუსთაველის გამზირზე პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში უკვე 15 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.