პროტესტის მე-14  დღე: პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა

t

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციაზე შეკრებილებს ორგანიზატორები მიმართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროტესტის მე-14 დღესაც შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული არ არის.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელისუფლებამ უკვე დაუკმაყოფილა ორი მოთხოვნა: 20-21 ივნისს დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. დაკავებული იყო 350 ადამიანი.