„რადიო თავისუფლების“ სტუმარია ჟურნალისტი თამუნა გეგიძე, On. ge-ის კორესპონდენტი, რომელიც დაინტერესდა როგორ ებრძვიან სოციალურ ქსელებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვიამბობს ძველი და ახლად შექმნილი ფეისბუკგვერდების ტაქტიკაზე დაუკავშირონ ეს აქცია ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო აქციის ორგანიზატორები წარმოგვიდგინონ როგორც ნაცმოძრაობის აქტივისტები, რომლებიც არეულობას გეგმავენ ქვეყანაში. თამუნა გეგიძე გვიყვება გიორგის გახარიას მხარდამჭერ გვერდებზე და დასპონსორებულ გვერდებზე, რომლებიც სწორედ 20-21 ივნისის ღამის შემდეგ გაჩნდნენ ფეისბუკზე. გადაცემის სტუმრის ყურადღებას იპყრობს ისიც, რომ ბოლო დროს აქციის ორგანიზატორებს „რუსეთუმობაში“ სდებენ ბრალს ის გვერდები, რომლებიც დღევანდელი რუსეთის პოლიტიკის მიმართ სიმპატიას არასდროს მალავდნენ
როგორ ებრძვიან მომიტინგეებს?
Your browser doesn’t support HTML5
„რადიო თავისუფლების“ სტუმარია ჟურნალისტი თამუნა გეგიძე, On. ge-ის კორესპონდენტი, რომელიც დაინტერესდა როგორ ებრძვიან სოციალურ ქსელებში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს.