კრემლი რუს არტისტებს აფრთხილებს, რომ საქართველოში ჩამოსვლა უსაფრთხო არაა

კრემლი რუს არტისტებს, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლასა და წარმოდგენების გამართვას აპირებენ, მოუწოდებს, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქრონ.

კრემლში ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კვლავ იგრძნობა “რუსოფობიური განწყობები“.

“უბრალოდ, ჩვენმა არტისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა ეს შეიძლება სახიფათო იყოს. ჩვენ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ჯერ არ მოგვისმენია იმ ახალგაზრდების გაკიცხვა, რომლებმაც პარლამენტში შეჭრა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე თავდასხმა სცადეს“, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

დმიტრი პერკოვი ასევე ამბობს, რომ ის მზადაა, ნინო ქათამაძეს, რომელიც ნიჭიერი მუსიკოსია, მაგრამ შესაძლოა ცოტა რამ იცოდეს პოლიტიკის შესახებ, ნებისმიერ დროს აუხსნას საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მიზეზები.