დმიტრი პესკოვი მზადაა აუხსნას ნინო ქათამაძეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გართულების მიზეზები

რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანი, დმიტრი პესკოვი აღიარებს ნინო ქათამაძის, როგორც მუსიკოსის ტალანტს, მაგრამ თვლის, რომ მან შესაძლოა ბევრი რამ არ იცოდეს პოლიტიკის შესახებ.

"თუ მას ექნება კითხვები, ჩვენ სულ მზად ვართ გავცეთ მას პასუხები" - ამბობს კრემლის წარმომადგენელი, რომელიც ამბობს, რომ რუსებს უყვართ ქართველი ხალხი და მათ დიდ პატივს სცემენ. უყვართ ქართული კულტურა და მათი წარმადგენლები.

ნინო ქათამაძემ 30 ივნისს დაწერა, რომ პუტინი მტერია, ის რუსეთში აღარ იმღერებს და შეუერთდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას. მანამდე კი, 22 ივნისს ​მომღერალმა რუსეთში ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა.

ნინო ქათამაძის გადაწყვეტილებას, აღარ იმღეროს რუსეთში, რუსული პროპაგანდის მანქანის ამუშავება და მისი მადესკრიტებელი გამოხმაურებები მოჰყვა.

მაგალითად, მუსიკალური პროდუსერი იოსიფ პრიგოჟინი ამ გადაწყვეტილებას სულელურს და არაშორსმჭვრეტელურს უწოდებს და ამბობს, რომ როცა ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

“ისინი რა, ყველანი გადაირიენ? რა სისულელეა. მისთვის ამ ქვეყანაში არაფერი დაუშავებიათ. რა საჭიროა ეს კარის მიჯახუნებები. დაუშვებელია. როცა ადამიანები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნონ. დაე იჯდეს იმ თავის საქართველოში, იქ იაროს გასტროლებზე.

ნებისმიერი დიდი სახელმწიფო, რომელიც ფლობს ატომურ იარაღს, ყოველთვის შეეცდება პატარა ქვეყნებზე დომინაციას. მეზობლებთან ადამიანურად უნდა იცხოვრო.“ - ამბობს პროდუსერი.