მომღერალმა ნინო ქათამაძემ საკუთარ „ფეისბუკის“ გვერდზე დაწერა: „დიახ რა თქმა უნდა გახარია უნდა გადადგეს და ეს მოთხოვნა სრულიად ჯანსაღი და ლეგიტიმურია. ზუსტად მესმის საზოგადოების ჯანსაღი კრიტიკა ჩემს მიმართ და ვიზიარებ თითოეულ შენიშვნას“. ეს მისი პასუხია კრიტიკაზე, რომელიც მის მიერ რუსეთში ჩატარებულ კონცერტს მოყვა. ნინო ქათამაძემ დაწერა: „ჩემი ცხოვრების უმძიმესი დღე 20ივნისი და უმძიმესი კონცერტი 22 ივნისი, რომელზეც უარი მხოლოდ უსინათლო 9 წლის გოგოს გამო ვერ ვთქვი. მე ამ კონცერტზე ვთქვი და თქვენც მინდა გითხრათ, ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში!!!“