სამოქალქო აქტივისტებმა ზუგდიდში “პატრიოტთა ალიანსის” ჩასვლა გააპროტესტეს

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, სადაც პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავდნენ, სამოქალაქო აქტივისტებმა ერთ-ერთ შენობაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პლაკატი გადმოკიდეს.

პლაკატზე პუტინს შუბლზე ნამგალი და ურო აქვს გამოსახული, სათვალის ჩარჩოებში კი საქართველოს და უკრაინის დროშები მოჩანს.

აქტივისტებმა პლაკატი პოლიციის მოთხოვნის შემდეგ ჩამოხსნეს. აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას განცხადებით, ამ პერფორმანსით მათ "პატრიოტთა ალიანსის" შეხედულებები გააპროტესტეს ქვეყნის ორიენტაციაზე და ფერადი კვამლი გაუშვეს.

ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე "პატრიოტთა ალიანმა” საპროტესტო აქცია გამართა. პარტიის ლიდერების განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს.